როგორ დავლიოთ არაყი?
არაყი, რომელიც გაუზავებლად მიგაქვთ სუფრაზე, ცივი უნდა იყოს. ამისთვის არყის ბოთლი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში. ასევე მაცივარში მოათავსეთ არყის სირჩებიც.
პარიზის რუსულ რესტორნებში არაყს ბროლის პატარა გრაფინში ასხამენ, რომელსაც წყლიან ჭურჭელში ათავსებენ და შემდეგ ყინავენ – 10 გრადუს ტემპერატურამდე.
როგორ განვსაზღვროთ არყის ხარისხი?
არყის ტკბილი გემო მის დაბალ ხარისხს მოწმობს.
როგორ ვებრძოლოთ ბახუსს?
ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა: ალკოჰოლის მიღების წინ რაიმე კალორიული და ცილებით მდიდარი მიირთვით (ხორცის ნაჭერი, თევზი, კარაქი, კვერცხი). არავითარ შემთხვევაში არ “აურიოთ” სასმელები და ზომიერად დალიეთ.
სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ დალიეთ მინერალური ან სოდიანი წყალი ცე ვიტამინით, შინ დაბრუნებისას, ჭიქა რძე 1 კოვზ თაფლთან ერთად.
საქართველოში ნაბახუსევზე, ტრადიციულად ალკოჰოლითვე გამოდიან, თუმცა ამას სჯობს სხვა სითხეები მიიღოთ: ნაბეღდავი, ლიმონიანი ბორჯომი, ხილის წვენები, კომპოტი, სალბის ჩაი, რომელიც ორგანიზმის მჟავა–ტუტტოვან ბალანსს აღგიდგენთ.
სასარგებლოა ლავანდისა და როზმარინის ცხელი აბაზანები, მაგრამ ის იმ შემთხვევაში, თუ სისხლძარღვთა სისტემა რიგწე ვერ გაქვთ, აბაზანებს არ გირჩევთ.
ვისაც აბაზანები არ ხიბლავს, ვურჩევთ, შხაპი მიიღონ. დაიწყეთ თბილით, შემდეგ ცხელზე გადადით და დაასრულეთ ცივით.
წყლის აბაზანების შემდეგ არ ისაუზმოთ ნოყიერად – შემწვარ–მოხრაკულით, ძეხვეულით ან შებოლილი საკვებით. სჯობს კარტოფილი, ყველი და კარგად მოხარშული ხორცი მიირთვათ, თანაც აუცილებლად მცირე ულუფებით.
რაც შეეხება ყავას, იგი სასტიკად აკრძალულია ნაბახუსევს, რადგან იგი კიდევ უფრო ავიწროვებს სისხლძარღვებს და გულს პირდაპირ შავ დღეში აგდებს.
ნაბახუსევზე სასარგებლოა მაწონი ან მჟავე კომბოსტო და კიტრი.