https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველები ამერიკაში

14:04; 1.04.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება _ ეს რაც დოკუმენტალურად დასტურდება, თორემ ალბათ იქამდეც იქნებოდა უცხოეთში უკეთესი ხვედრის მაძიებელთა გასვლის მცდელობებიც. თუმცა, ქართველთა პირველი მრავალრიცხოვანი გასვლა 1724 წელს მოხდა, როცა მეფე ვახტანგ VI ინტელექტუალური ელიტისაგან შემდგარი ათასკაციანი ამალით რუსეთში ჩავიდა, საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა.


ეს უდიდესი დარტყმა იყო იმ დროისთვის დასუსტებული ქვეყნისთვის. ქართველთა დიდი პროცენტი, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა, ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებული შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე, ალბათ, ვერასოდეს დავადგენთ ყველა იმ ქართველის ვინაობას, რომელიც ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ცნობილი ქართველ-ამერიკელი ჟურნალისტი და ექიმი გივი კობახიძე წერდა: “ამერიკა ყოველთვის ანდამატივით იზიდავდა მსოფლიოს მრავალ ხალხებს და რასაკვირველია, არც ქართველებს გამოეპარებოდათ ეს პროცესი მხედველობიდან. მაგრამ თუ სხვა ეროვნებითი შვილები ამერიკაში მიდიოდნენ იქ სამუდამოდ დასახლების მიზნით და მათი დიდი უმრავლესობა მართლაც საბოლოოდ ბუდეს ამერიკაში იკეთებდა, ქართველები ამას თითქმის არასოდეს სჩადიოდნენ… ამერიკაში მიმავალი ქართველები ისევ სამშობლოს უბრუნდებოდნენ და მათმა ახალშენმა ფეხი ვერ მოიკიდა ახალ მიწაზე, არც სიმდიდრე და არც სხვა რამ სიკეთე მათ არ იზიდავდა, სამშობლოსაკენ ლტოლვის გრძნობა ყველა სხვა გრძნობებზე ძლიერი იყო… უცხოეთში რჩებოდნენ ძლიერ ცოტანი და უმეტესად ისინი, რომელნიც ცოლ-შვილს ეკიდებოდნენ და მათ გამო ვეღარ სცილდებოდნენ ახალ სამშობლოს…”

არსებობს ლეგენდა, რომ ქართველებმა ბევრად უფრო ადრე დაადგეს ფეხი ამერიკის კონტინენტს. ეს ლეგენდა ქრისტეფორე კოლუმბის ორი ქართველი მეზღვაურის ძმები მოლაშხიების შესახებაა. თურმე მოლაშხიებს ადგილობრივი ბატონი შემოაკვდათ, ისინი სამეგრელოდან გამოიქცნენ და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მოხვდნენ ბასკეთში, სადაც ქრისტეფორე კოლუმბი თავისი ექსპედიციისათვის ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანებს ეძებდა. მოგზაურობის დროს ძმები თურმე თვით კოლუმბის გემზე “სანტა მარიაზე” იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ცნობებით, მოლაშხიების შთამომავლები ცხოვრობენ მეხიკოში და ბასკეთში, აგრეთვე საქართველოში. თუმცა, ეს ამბავი დოკუმენტალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ მაინც ლამაზი ლეგენდაა… ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად მიდიოდა, თუმცა, იყვნენ იდეალისტებიც, რომლებიც დემოკრატიის დასაცავად მიემგზავრებოდნენ ცხრა მთას იქით. ასეთი იყო ალექსანდრე ერისთავი _ მეფის არმიის ოფიცერი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში (1861-65) იბრძოდა. ასევე, გივი კობახიძის თქმით, “იყო იძულებითი, პოლიტიკური მოსაზრებით გამოწვეული შემოსახლება შეერთებულ შტატებში”. მხედველობაში ჰყავდა სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი. ასევე, მართლმსაჯულებას გამოექცნენ მომავალი მოჯირითეები ვასო წულაძე და სემ სერგი (მისი ნამდვილი სახელი ჯერჯერობით ვერ დავადგინე), რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში მატარებელი გაძარცვეს, გაიქცნენ ამერიკაში და შეუერთდნენ გურულ მოჯირითეებს. თავდაპირველად საშოვარზე წასული ქართველთა უმრავლესობას გურულები და რაჭველები შეადგენდნენ. ამის პირველი მიზეზი კი გაჭირვება და მცირე მიწიანობა იყო. მაგალითისთვის მოვიყვანთ გურიას. გაზეთ “შრომის” კორესპონდენტის სიტყვით, გურიაში იმის გამო, რომ მიწის მთელი ფონდი, “მცირე ნაწილს გარდა”, მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა, გლეხებს უმიწოდ სული ძვრებოდათ. ერთი ასკანელი გლეხი ჩიოდა: “საღამოს რომ დავწვებით, თავი სხვის მამულში მაქვს და ფეხები კიდევ მეორეში.” ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა გურულების და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის საშოვარზე გადინება, ჯერ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, შემდეგ კი უფრო შორს _ აშშ-ში.
ერთ-ერთი პირველები ამერიკაში გურული მოჯირითეები, ბახველები და ლანჩხუთელები, ჩავიდნენ. მათთან ერთად რაჭველები, რომლებიც კონტრაქტით ამერიკასა და კანადაში მუშაობდნენ. რაჭველების უმრავლესობა კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილმა კი საცხოვრებლად ქალაქი სიეტლი (ვაშინგტონის შტატი) არჩია. გივი კობახიძის თქმით, სიეტლში რეხვიაშვილები რეხონის გვარით დაფუძნდნენ. უცხოეთში გადახვეწილი ქართველთა უმრავლესობა, არისტოკრატი თუ გლეხი, გაჭირვებაში ცხოვრობდა; ბევრმა ცხოვრება რესტორნის მიმტანად, მომვლელად და ტაქსის მძღოლად დაასრულა. მაგრამ ზოგიერთმა მოახერხა ცხოვრება მშვენივრად აეწყო. ქართველ მამაკაცთა ერთი ნაწილი დაქორწინდა მდიდარ და გავლენიან ქალბატონებზე და მათი სიმდიდრის წყალობით შეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა.  უმრავლესობამ საკუთარი ნიჭის წყალობით შეძლო ნულიდან დაეწყო ცხოვრება და ახალ სამშობლოს დიდი ამაგი დასდო: ჯორჯ ბალანჩინი, ალექსანდრე ქართველი, თამარ თუმანიშვილი, გიორგი პაპაშვილი… მათ შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ გვექნება საუბარი. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი აღარ ფლობდა მშობლიურ ენას, რა იყო და რა არის ამის მიზეზი, ხასიათი, ზნე-ჩვეულება თუ უცხო ქვეყანასთან შეგუება-ადაპტაციის პოლიტიკა, ძნელი სათქმელია. ამ უცნაურობაზე ყურადღება აქვს გამახვილებული გიორგი პაპაშვილს წიგნში “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

თურმე ერთი ქართველი ემიგრანტის შვილი, რომელმაც ქართული არ იცოდა, პაპაშვილს მამის შესახებ უყვებოდა, რომ “…ერთხელ, ათი წლის წინათ, მან განცხადება გაუგზავნა “სან ტელეგრაფს” _”ვუხდი 1000 დოლარს, ვისაც ეცოდინება ჩემი ენაო”. მამამისს ქართველი ადამიანი 30 წლის განმავლობაში არ ენახა. თუმცა, უზარმაზარი თანხის გადახდა აღარ დაჭირვებია, რადგან პაპაშვილს შეხვდა და მათ რამდენიმე დღე ქართულად საუბარში, ქეიფსა და სიმღერაში გაატარეს. 

XX საუკუნის ქართული ემიგრაციის ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში სამ ეტაპად არის დაყოფილი. ყოველ მათგანს საკუთარი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. ემიგრანტთა ასაკობრივი, გენდერული და სოციალურ-პოლიტიკური შემადგენლობა თუ განათლების დონეც განსხვავებული იყო. ამიტომაც, მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ამერიკანიზაციის ხარისხი და ახალ სამშობლოში მიღწეული წარმატებანი და შეტანილი ღვაწლი. შედარებით დიდი ნაკადი ლტოლვილებისა ამერიკაში ჩავიდა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ. ეს იყო 200-300 ოჯახი, რომელიც საფრანგეთიდან ამერიკაში გადავიდა. უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს არ სჯეროდა რომ ბოლშევიკების პარპაში დიდხანს გასტანდა, ამიტომ, რაც გაიტანეს, იმ იმედით ფლანგავდნენ, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მოლოდინი 70 წლით გაიწელა. ბევრი ემიგრანტი, რომელმაც ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, მძიმე და გაჭირვებულ ცხოვრებას ეწეოდა. სამშობლოში მათ რაღაც სტატუსი მაინც გააჩნდათ, უცხო მიწაზე კი ისინი ბევრს არაფერს წარმოადგენდნენ, ამიტომაც ბევრი დეპრესიამ და ნოსტალგიამ გადაიყოლა. მათი გაჭირვების კიდევ ერთი მიზეზი ემიგრანტთა შორის პოლიტიკოსთა სიმრავლე იყო, რომლებიც დიდი შეძლებით არ გამოირჩეოდნენ. ემიგრანტთა მეორე ტალღა აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ წამოვიდა. ესენი უმთავრესად სამხედრო ტყვეები და ევროპაში ომამდე მოხვედრილი ქართველები იყვნენ, რომელთაც ეშინოდათ საბჭოთა რეპრესიული მანქანისა. პირველ და მეორე ტალღას შორის სოციალური განხეთქილება წარმოიშვა, რაც განპირობებული იყო სოციალური ასპექტების გამო, რადგან ომის შემდგომ ამერიკაში ჩადიოდნენ უბრალო ოჯახის წარმომადგენლები, მაშინ, როცა პირველ ტალღაში თავად-აზნაურები სჭარბობდნენ. 20-იან წლებში ჩასული ემიგრანტებისაგან განსხვავებით, ამ ახალმა ლტოლვილებმა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისაგან, მათ შორის “ქართველთა ასოციაცია აშშ-ში” და  The Tolstoy Foundation დახმარება და თანადგომა მიიღეს.  XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩასულ რაჭველებს ჰქონდათ ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების ერთგვარი სისტემა, რის შედეგად ახალჩამოსულს უადვილდებოდა უცხო ქვეყანასთან და წეს-ჩვეულებებთან ადაპტაცია. თურმე ვანკუვერში მცხოვრებმა 25 რაჭულმა ოჯახმა, დაახლოებით, 200-მა ქართველმა, შეიძინა უზარმაზარი სამსართულიანი სახლი და ერთად დასახლდა. ეს იმ ქართული ტრადიციის გამოძახილი იყო, რაც რაჭველებმა ჩამოიტანეს ახალ მიწაზე. უკვე ოცდაათიანი წლების დასაწყისში კი, როცა ამერიკაში მცხოვრები ქართველთა რაოდენობამ იმრავლა, გადაწყდა ქართული სათვისტომოს დაარსება. ამ საქმეს პავლე კვარაცხელიამ მეუღლითურთ და ვასო კობახიძემ მოჰკიდეს ხელი. მათი თაოსნობით 1931 წელს ნიუ იორკში დაარსდა “ქართული სათვისტომო ამერიკის შეერთებულ შტატებში”. პავლე კვარაცხელია აშშ-ში 1920 წლიდან ცხოვრობდა მოღვაწეობდა. გივი კობახიძეს თქმით: “ბატონი პავლეს უშრეტ ენერგიას, მგზნებარე პატრიოტიზმს და ორგანიზატორულ ნიჭს უნდა ვუმადლოდეთ ქართულიო სათვისტომოს დაარსებას… და იმასაც, რომ სათვისტომო ახლაც განაგრძობს არსებობას, _ იმდენად ფუძემტკიცე იყო ქვაკუთხედი, დადებული მესაძირკვლე პავლე კვარაცხელიას მიერ…” საზოგადოებას საშტატო იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესდება ჰქონდა. სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე იყო პავლე კვარაცხელია, ხოლო მდივანი ვანო კობახიძე. ქართული სათვისტომოს დაარსებისა და მომძლავრების საქმეში სხვადასხვა დროს დიდი წვლილი შეიტანა ვასილ დუმბაძემ, გიორგი მაჩაბელმა, არჩილ გურიელმა-ჭყონიამ, კირილე გურგენიძემ, ასლან ყრუაშვილმა, ნიკოლოზ ამილახვარმა და სხვებმა.   ემიგრანტთა მესამე ტალღის გასვლა 90-იან წლებში დაიწყო და ის ახლაც გრძელდება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 30 ათასიდან 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათ 85-90%-ს ქალები შედგენენ (ექსპერტთა დაკვირვებით, ქართველ ქალთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, საქართველოში აღარ აპირებს დაბრუნებას, გამოექცნენ რა მძიმე, დამთრგუნველ და არასასურველ პირობებს, მათთვის უფრო ადვილი ხდება ადაპტაცია ახლა გარემოსთან და ამერიკული ცხოვრების წესი უფრო მისაღები ხდება; თუნდაც იგივე “ბოიფრენდის” ინსტიტუტიც, რაც საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი პროვინციებისთვის ჯერ კიდევ უცხო ხილია. იქმნება ახალი შერეული ოჯახები და ასეთ ოჯახებში დაბადებული ბავშვების ამერიკანიზაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მშობლები კიდევ ინარჩუნებენ ეროვნულ იდენტურობას, ძალიან ხშირად შვილებმა ქართული არ იციან და თავს ამერიკელებად თვლიან).  ქართველთა რაოდენობის ზრდა უმთავრესად არალეგალურ ემიგრანტების ხარჯზე მოდის, აქედან გამომდინარე ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი ქართველია ახლა აშშ-ში, ძნელია. მაგალითად, 1991-1996 წლებში ამერიკის მოქალაქეობა მიიღო საქართველოდან ჩასულმა 1834-მა ადამიანმა, 1997 წელს _ 425-მა, 1998 წელს _ 100-მა. ეს წვეთია ზღვაში, თუ გავითვალისწინებთ რომ 1965-2000 წლებში აშშ-ში 23 მილიონი ემიგრანტი ჩავიდა, თითქმის იმდენივე რამდენიც ემიგრანტული ბუმის დროს, 1880-1920 წლებში. ქართველთა უმეტესობა თავმოყრილია ნიუ იორკის, ჯორჯიისა და ნიუ ჯერსის შტატებში, ასევე მრავლად არიან ემიგრანტები სან ფრანცისკოში, სადაც დაარსებულია ქართველთა სათვისტომო, რომლის ძირითად ნაწილს 1993 წლიდან ემიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენლები შეადგენენ.  მრავალი ქართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ბევრმა შეძლო განეხორციელებინა “ამერიკული ოცნება” და გამხდარიყო ქვეყნის სამაგალითო და სახელოვანი მოქალაქე. ქართველები მადლიერნი იყვნენ და არიან ახალი ქვეყნისა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიფარა. მაგრამ ვალში არც ქართველები დარჩენილან და უამრავმა ამერიკელმა ქართველმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკას. ასევე მრავალი სახელოვანი ქართველი ამერიკაში დაიბადა. როგორც სიმონ სიდამონ-ერისთავი ამერიკაში გაჩენილი საკუთარი ორი შვილის შესახებ წერდა: “გულით ისევ ქართველი დავრჩი… ჩემ ახალ სამშობლოს მე ფასდაუდებელი საჩუქარი გავუკეთე ქართული სისხლის ორი მკვიდრი მოქალაქის სახით”. დღესაც, ისევე როგორც გასული ასი წლის განმავლობაში, ბევრი ქართველი გაჭირვებას გაურბის და ამერიკაში მიემგზავრება. სამწუხაროდ, ამ დროს ხდება ე.წ. “ტვინის გადინება” ანუ საუკეთესო სპეციალისტების, მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეთა გასვლა საქართველოდან, რაც თავისთავად აუნაზღაურებელ დანაკლისს აყენებს ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს და ქვეყანას. ემიგრაციის შემცირება კი თუნდაც ისეთ სასურველ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოში აღარ იქნება დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სახის კატაკლიზმები.

გაზიარება26Tweet16Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

სამსახურში მამაკაცები უფრო ბედნიერები არიან

ლიმონი ავიტამინოზისგან გვიცავს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო