მარტვილში, სოფელ ბანძასთან სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა.
პირველი არხის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სახანძრო მანქანა მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.