საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ლამჩხუთის სერვისცენტრის უფროსად შალვა კონჯარია დაინიშნა.
ეს ინფორმაცია გურია ნიუსს კომპანიაში დაუდასტურეს. როგორც გვითხრეს კონჯარია მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება.
შალვა კონჯარია 2002-2004 წლებში შემოქმედის თემში გამგებლის მოადგილედ მუშაობდა; 2004-2006 წლებში ამავე სოფლის გამგებელი იყო; 2006-2007 წლებში ოზურგეთის გამგეობის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობა. ამის შემდეგ საჯარო სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა და შპს „მაგთიკომში“ გურიის რეგიონის სუპერვაიზერის თანამდებობაზე მუშაობდა. 2008-2009 წლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორი იყო. აღნიშნული თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სამი წელი არ მუშაობდა და იმდროინდელი ხელისუფლების აქტიურ ოპოზიციაში იყო. კონჯარია საჯარო სამსახურს 2012 წელს დაუბრუნდა და შპს „მექანიზატორის“ გურიის სერვისცენტრის დირექტორად დაინიშნა. 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.