მაია მელიქიძე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი, სემეკის წევრი მაია მელიქიძე მონაწილეობას მიიღებს Theodor-Heuss-Kolleg-ის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში „სამოქალაქო საზოგადოების მომავალი“. დისკუსია 11 აპრილს, 16:30 სთ -ზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება, სადაც მაია მელიქიძე ისაუბრებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გამოწვევების შესახებ. დისკუსიაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გერმანიის საელჩოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
Theodor-Heuss-Kolleg-ის საერთაშორისო ქსელი ორგანიზებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობას ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან. პროექტის მიზანია დემოკრატიული ფასეულობების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოებების გამოწვევების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება. (R)