ქალს ორსულობის პერიოდში ესაჭიროება ვიტამინი B9 – ანემიისა და ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის შესაზღუდავად: რკინა – ანემიისა და დაღლილობის წინააღმდეგ; ომეგა-3 ჯგუფის ძირითადი ცხიმმჟავები – ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის, ხოლო ბეტაკაროტინი – ნაყოფის უჯრედების კარგი განვითარებისთვის.
ჩვილს, ტვინი რომ ნორმალურად განუვითარდეს, ესაჭიროება ძირითადი ცხიმმჟავები.
ბავშვს ესაჭიროება კალციუმი – ჩონჩხის კარგად განვითარებისთვის, ვიტამინი D – ფოსფორისა და კალციუმის შეთვისების გასაადვილებლად, პროტეინები – ზრდისთვის, ფტორი – კბილების კარიესისგან დასაცავად.
მოზარდს ესაჭიროება კალციუმი – ძვლების გასამაგრებლად; რკინა – ანემიის, დაღლილობის, იმუნური თავდაცვის შესუსტების წინააღმდეგ; ვიტამინი B9 – ანემიის ზოგიერთი ფორმის პროფილაქტიკისთვის; თუთია – კანის პრობლემების მოსაწესრიგებლად.
ახალგაზრდა ადამიანს ესაჭიროება C ვიტამინი და სპილენძი – იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მაგნიუმი – ანტისხეულების წარმოქმნაში მონაწილეობისთვის, ვიტამინი B6 – ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
გაფურჩქვნის პერიოდში ადამიანს ესაჭიროება მაგნიუმი და ვიტამინი C – სტრესის დაძლევისთვის, ვიტამინები B1, B2, B3, B6 – კარგი ფიზიკური ტონუსის უზრუნველსაყოფად, სელენი – ნაადრევი სიბერის საწინააღმდეგოდ.
მოწიფულ ასაკში საჭიროა კალციუმი, ვიტამინი D და ფოტოესტროგენები – ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის, ვიტამინი C და E კანის სიმკვრივის და სინორჩის შესანარჩუნებლად.
მენოპაუზის პერიოდში საჭიროა ბოჭკოები – საჭმლის მოსანელებლად, ვიტამინი B6 – ჰორმონალური პროფილაქტიკისთვის და კატარაქტის რისკის შესამცირებლად.
ასე რომ, არ მოაკლოთ შესაბამისი ვიტამინები თქვენს ორგანიზმს და იცხოვრეთ ჯანმრთელად ღრმა სიბერემდე.