ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე საავადმყოფოდან გამოწერეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 78 წლის პელეს თირკმლების და პროსტატის პრობლემები აქვს.
როგორც ცნობილია, პელე სან პაულოს საავადმყოფოდან თირკმლიდან ‘ქვის” ამოღების შემდეგ გამოწერეს. მან კლინიკაში კვირაზე მეტი გაატარა.