ჩხუბი იყო პარლამენტში _ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია და “ქართული ოცნების” დეპუტატი კარლო კოპალიანი დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის ცხარე კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მან სანდრო გიგვლიანის საქმესა და შალვა შავგულიძეზე ისაუბრა.
ოთარ კახიძის თქმით, უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მიუძღვის თუ არა ბრალი შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რის შემდეგაც კარლო კოპალიანმა „ევროპულ საქართველოს“ რეპლიკით მიმართა: „მკვლელები თქვენ ხართ და მე მელაპარაკებით ამ საქმეზე?“.
სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ლევან გოგიჩაიშვილმა პირადად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.
“აი, სადამდე მიიყვანეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ბო..შვილი ვიყო.”- მიმართა დეპუტატებს გოგიჩაიშვილმა.