“მოგიტყ….თ წაკუზული იდეოლოგია!” _ წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მის ფეიქბუქგვერდზე განთავსებულ კომენტარებს ეხმაურება:
“მთელი ბოტების ქარხანა და შსს დაკავებულია ამ კომენტარების წერით და ვაი მართლა, თქვე ყლეებო! ჯერ ერთი სპეცოპერაციის დღედ ვიგულისხმე ბზობა! მთელს ქვეყანას პირდაპირ ეთერში რომ აყურებინეს ხალხის დარბევა და მეორე, ცნობისთვის, პანკისშიც აღნიშნავენ ბზობას, თუმცა ეს არ მიგულისხმია პოსტში. მოგიტყანთ წაკუზული იდეოლოგია!” _ წერს ჟორჟოლიანი.
ეს პოსტი ჟორჟოლიანმა მისი წინა პოსტის გამოხმაურებების შემდეგ გამოაქვეყნა. პოსტში ტელეწამყვანი ვარაუდობდა, რომ ხელისუფლებას სხვა თემის გადაფარვა სურდა: “
არ ვარ კონსპირაციული თეორიების მომხრე, მაგრამ რა ჰესი მოუნდათ ამ ბზობას, როცა ზუსტად იციან საზოგადოების ძირითადი ნაწილის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რელიგიური დღესასწაულების მიმართ.
ერთადერთი მიზანი, ალბათ, 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობის გადაფარვა იყო. იმის მაგივრად, რომ ყველა ვგლოვობდეთ ამ სასტიკ ამბავს, ჩვენი ყურადღება გადაიტანეს სხვაგან”, _ წერდა ჟორჟოლიანი.
სწორედ ამ პოსტს მოჰყვა გამოხმაურება _ რამდენიმე ფეისბუქ მომხარებელი აღნიშნავდა, რომ მუსულმანები ბზობას არ აღნიშნავდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც პანკისელების ლოცვის ფორმებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი კომენტარებიც დაწერეს.