რუსეთს ინტერნეტის გაკონტროლება სურს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC MONITORING ავრცელებს.
როგორც მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, რუსულმა ტელეარხმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თბილისში, ლუგანსკის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება.
BBC-ის ცნობით, ცრუ ინფორმაციების გავრცელების შემთხვევები ქვეყანაში ხშირია.
მთავარი ტელეარხები პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება სახელმწიფოს ან მისი მოკავშირეების მიერ. ისინი მხარს უჭერენ კრემლის ნარატივს მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა.
ვიდრე ხელისუფლება უფლებას აძლევს მაუწყებლებს ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ, 2019 წლის მარტში მიიღეს კანონი ცრუ ინფორმაციების შესახებ, რომლის სამიზნეც ინტერნეტია.
ის იძლევა საიტების მყისიერად დაბლოკვის და დაჯარიმების უფლებას.
კრიტიკოსების თქმით, ეს ოპოზიციის დადუმების მცდელობაა.
სუვერენული ინტერნეტი ქვეყანას აძლევს მსოფლიოსგან საკუთარი ინტერნეტის იზოლირების უფლებას. ოფიციალურად ეს არის რუსეთის რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკისრებული სანქციების გამო.
აშშ რუსეთს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი უარყოფს.
კრიტიკოსების თქმით, ორივე კანონი ცენზურის ნიღაბია, პოლიტიკოსების ნაწილი მას თავს ესხმის მაღალი გადასახადების გამო.
სუვერენულ კანონპროექტს მარტში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
სუვერენული კანონის თანაავტორის, ანდრეი კლიშასის თქმით, შიშები უსაფუძვლოა.
მაუწყებლის ცნობით, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი VPN-ს ინტერნეტს იყენებს.
როგორც მაუწყებელი იუწყება, ინტერნეტ კანონი შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.