პარტია “ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატი, დავით მდინარაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას აცნობს.
დავით მდინარაძე, პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთში, თაყაიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
” საკრებულო, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ჩემი წვლილი შევიტანო ოზურგეთის განვითარების საქმეში” _ აღნიშნა დავით მდინარაძემ.
მანვე ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.