წუხანდელმა ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა _ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მოთხრილია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, რამდენიმე სოფელში, საცხოვრებელი სახლები სახურავის გარეშეა დარჩენილი.
მისივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ადგილზე ითვლის.