სააღდგომო დასვენებების შემდეგ საჯარო სკოლის მოსწავლეებს დასვენება მაისშიც ელით.
როგორც ცნობილია ოფიციალური უქმე დღეებად არის გამოცხადებული:
9 მაისი _ ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი _ წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი _ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 12 და 26 მაისი წელს კვირა დღეს ემთხვევა. შესაბამისად, მოსწავლეები დამატებით მხოლოდ 9 მაისს დაისვენებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაისში სასწავლო პროცესი სრულდება I და XII კლასის მოსწავლეებისთვის.
I კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 24 მაისს, ხოლო XII კლასელებისთვის – 20 მაისს დასრულდება.