ცივი იარაღით 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს.თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, _ შემთხვევა თელავში მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.