“ბიჭო, იქნებ, პაპა იყო შენი!” _ სიმღერის ეს ტექსტი ბევრს უნდა ახსოვდეს. იგი ყამირის ათვისებისას, გასული საუკუნის 1937-38 წლებში დახვრეტილი პირის ჩონჩხის აღმოჩენისას დაიწერა.
ანალოგიურად, სულ ახლახან, 1937-38 წლებში დახვრეტილთა 150-დე ნეშტი აღმოაჩინეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების დროს, ბათუმთან ახლოს, მეჯინისწყლის დასახლებაში.
მანამდე მწერალმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ უდიდესი ძალისხმევით მიაღწია და საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თბილისის არქივიდან ამოიღო 600-ზე მეტი პირის მონაცემები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დახვრიტეს ბათუმის შემოგარენში და რომელთაგანაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 150 ხელებშეკრული, თავგახვრეტილი რეპრესირებულ პირის ნეშტი იქნა აღმოჩენილი.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით რამაზ სურმანიძემ 2014 წელს გამოსცა სასინჯი წიგნი _ “ტრაგედია ბათუმში”, რომელშიც მონაცემთა დაზუსტება დღემდე მიმდინარეობს. ბატონი რამაზის თხოვნით ამოვწერე გურიის რეგიონის _ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მკვიდრთა სია, რომლებიც დახვრიტეს და საერთო საფლავში დაასაფლავეს _ სულ 46 პირის, რომელთა დაბადების ადგილი და მისამართები ცნობილია.
კიდევ 42 პირი, რომელთა მისამართები ცნობილი არ არის, უნდა იყვნენ გურიის რეგიონიდან.
ვთხოვ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მცხოვრებლებს _ იქნებ, ამ სიაში ამოიცნოთ ვინმე, რის შემდეგ დნმ-ის საშუალებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და თუ რომელიმე მათგანი თქვენი ახლობელი აღმოჩნდება, გადმოგეცემათ მათი ნეშტები.
რომელიმე პირის ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დახვრეტილთა ბიოგრაფია, ფოტოები, ცნობა მათი დახვრეტის შესახებ ან ნებისმიერი მონაცემი ზემოთ ნახსენებ წიგნში შესატანად.
რაც შეეხება დანარჩენი საფლავების აღმოჩენას, მათი უმრავლესობა ბატონი რამაზისთვის მიახლოებით ცნობილია და აგრძელებს მუშაობას ამ საფლავების გათხრისთვის, რაც იოლი ნამდვილად არ არის.
გთავაზობთ დახვრეტილთა დაზუსტებულ და დასაზუსტებელ სიას რაიონების მიხედვით:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
ბოლქვაძე მაქსიმე ლევარსის ძე, დაბადებული 1888 წ. სოფ. შრომა;
გიორგაძე გაბრიელ ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1895 წ. ოზურგეთის რაიონი;
გოგოძე გიორგი ალექსანდრეს ძე, დაბადებული 1896 წ. ოზურგეთის რაიონი;
დანელია პორფილე ნესტორის ძე, დაბადებული 1905 წ. ოზურგეთის რაიონი;
დარჩია გიორგი ზურაბის ძე, დაბადებული 1860 წ. ოზურგეთის რაიონი;
დოლიძე ტარასი მერაბის ძე, დაბადებული 1880 წ. ოზურგეთის რაიონი;
ინწკირველი გრიგოლი დავითის ძე, დაბადებული 1900 წ. ოზურგეთის რაიონი;
ვერულიძე გერასიმე ლუკას ძე, დაბადებული 1880წ. სოფ. გოგიეთი;
მენაბდე სამსონ იგორის ძე, დაბადებული 1905წ. ოზურგეთის რაიონი;
მჟავანაძე დომენტი ივანეს ძე, დაბადებული 1896წ. სოფ. მზიანი;
ნაკაშიძე დავით მიხეილის ძე, დაბადებული 1905წ. სოფ. შემოქმედი;
ნინიძე ვლადიმერ ყარამანის ძე, დაბადებული 1889 წ. ოზურგეთი;
საბაშვილი ვლადიმერ პანტელიმონის ძე, დაბადებული 1904წ. სოფ. დვაბზუ;
სალუქვაძე გრიგოლ ნასოს (ვასოს) ძე, დაბადებული 1898 წ. ოზურგეთის რაიონი;
ღლონტი რაჟდენ დიმიტრის ძე, დაბადებული 1881 წ. სოფ. მელექედური;
შავიშვილი სანდრო მიხეილის ძე, დაბადებული 1907წ. ოზურგეთის რაიონი;
ცეცხლაძე იოსებ ანთიმოზის ძე, დაბადებული 1891წ. სოფ. შემოქმედი;
ვირუბოვი ტერენტი დიმიტრის ძე, დაბადებული 1887წ. ოზურგეთი;
სიორიძე პლატონ ლონგინოზის ძე, დაბადებული 1906წ. ოზურგეთი.
სავარაუდოდ, ოზურგეთიდან უნდა იყვნენ:
გიორგაძე ვლადიმერ ალფესის ძე;
გიორგაძე ვლადიმერ ანტონის ძე;
დარჩია პეტრე იოსების ძე;
კიღურაძე სტეფანე იოსების ძე;
სალუქვაძე კლიმენტი ლაზარეს ძე;
სალუქვაძე კლიმენტი ლევანის ძე;
შავიშვილი ანდრო მიხეილის ძე;
შავიშვილი ნიკიფორე ნიკოლოზის ძე;
ჭანუყვაძე ვლადიმერი მიხეილის ძე;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:
დუმბაძე რაფიელ სოსოს ძე, დაბადებული 1899წ. ჩოხატაურის რაიონი;
თოდრია ლავრენტი მაქსიმეს ძე, დაბადებული 1897 წ. ჩოხატაურის რაიონი;
კალანდაძე აფრასიონ გოგის ძე, დაბადებული 1893წ. ს. ხიდისთავი;
კობიძე სერაპიონ გლახუნის ძე, დაბადებული 1882წ. სოფ. ერკეთი;
მდივანი ევგენი ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1891წ. სოფ. ერკეთი;
ჟღენტი გრიგოლ დომენტის ძე, დაბადებული 1906წ. ჩოხატაური;
სეფერთელაძე ვლადიმერ პავლეს ძე, დაბადებული 1888წ. ჩოხატაური;
სიხარულიძე კონსტანტინე სიმონის ძე, დაბადებული 1882წ. ჩოხატაური;
სიხარულიძე რაჟდენ ალმასხინის ძე, დაბადებული 1897 წ. ჩოხატაური;
სიხარულიძე ტარასი ეპიფანტეს ძე, დაბადებული 1888წ. ჩოხატაური;
სიხარულიძე შერმადინ ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1905წ. ჩოხატაური;
ჩოგოვაძე პროკოფი ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1883წ. ჩოხატაური;
ცენტერაძე მირიან იროდის ძე, დაბადებული 1897წ. ჩოხატაური;
ძნელაძე დავიტ მოსეს ძე, დაბადებული 1899წ. ჩოხატაური;
ხაბეიშვილი დიომიდე ლუკას ძე, დაბადებული 1899 წ. ჩოხატაური;
კიკვაძე მაქსიმენ გაბრიელის ძე, დაბადებული 1873წ. სურები.
სავარაუდოდ, ჩოხატაურიდან უნდა იყვნენ:
გოგიბერიძე დომენტი მაქსიმეს ძე;
გოგიბერიძე ვახტანგი იაკობის ძე;
გოგიბერიძე ვლადიმერ ირაკლის ძე;
გოგიბერიძე პოლიექტორ სიმონის ძე;
გურგენიძე დიმიტრი ირაკლის ძე;
თოდუა ეპიფანე ლეონტის ძე;
კუტუბიძე პოლიექტორ ჯამბულატის ძე;
ლორია მიხეილ იუსტინეს ძე;
მგალობლიშვილი ირაკლი იოსების ძე;
მგალობლიშვილი სპირიდონ ანდროს ძე;
მეგრელიშვილი ავთანდილ ერმიდეს ძე;
მეფარიშვილი დავით დოსის ძე;
მეფარიშვილი მიხეილ არსენის ძე;
რამიშვილი გიორგი ერასტის ძე;
სიხარულიძე ივანე დავითის ძე;
სიხარულიძე თევდორე ალექსის ძე;
სიხარულიძე ვლადიმერ ბესარიონის ძე;
სიხარულიძე ლეონიდე თეოფილეს ძე;
ხაბეიშვილი დიომიდე ლუკას ძე, დაბადებული 1899წ. ჩოხატაური;
ჯინჭარაძე ხალამარი იესეს ძე;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ანთიძე მირიან კონსტანტინეს ძე, დაბადებული 1889 წ. ლანჩხუთი სოფ. ჯურუყვეთი;
აფხაზავა მიხეილ ივანეს ძე, სოფ. ჩიბათი;
ბარამიძე ევგენი ნოეს ძე, დაბადებული 1915წ. ლანჩხუთი, სოფ. ქვიანი;
ზოიძე შალვა ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1897წ. სოფ. ლესა;
თავართქილაძე ვალერიან იასეს ძე, დაბადებული 1895 წ. სოფ. სუფსა;
კალანდარიშვილი პლატონ ლევანის ძე, დაბადებული1889წ. სოფ. ქვიანი (ნიგოითი);
კეკეიშვილი მიხეილ ფილიპეს ძე, დაბადებული 1906 წ. ლანჩხუთი სოფ. ჭყონაგორა;
კუკულაძე სამსონ სპირიდონის ძე, დაბადებული 1882წ. შუხუთი’
მალაზონია არონ მიხეილის ძე, დაბადებული 1904წ. ლანჩხუთი;
წილოსანი გიორგი ვლადიმერის ძე, დაბადებული 1908წ. ლანჩხუთი;
წულაძე გაიოზ ლუკას ძე, დაბადებული 1900 ლანჩხუთი, სოფ. აკეთი.
სავარაუდოდ, ლანჩხუთიდან უნდა იყვნენ:
გუჯაბიძე გერმანე ვახტანგის ძე;
თავართქილაძე სევერიან გლახოს ძე;
იმნაძე გრიგოლ დომენტის ძე;
კალანდარიშვილი ლევან ერლამელის ძე;
კეშელავა სამსონ ექვთიმეს ძე;
კვაჭანტირაძე მიხეილ სოლომონის ძე;
კვირკველია ხარლამარი ქრისტეფორის ძე;
ჩხაიძე ივანე ზურაბის ძე;
ჩხარტიშვილი მიხეილ ფილიპეს ძე;
ჩხარტიშვილი პავლე გიორგის ძე;
ჩხარტიშვილი პორფილე გიორგის ძე;
ჯორბენაძე ვლადიმერ პარმენის ძე;
გოგიჩაიშვილი აკაკი სიმონის ძე, დაბადებული1898წ;
გოგიჩაიშვილი სილიბისტრო ივანეს ძე.
გაზეთ “გურია ნიუსის” მიმდინარე წლის 8 აპრილის, #27-ში დაბეჭდილია, რუსუდან ბერიშვილის წერილი _ “სამსონ კიკვაძის დიდი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე გამარჯვებული შთამომავლობა”, სადაც ლაპარაკია სურებში რეპრესირებულთა ისტორიებზე მათ შორის მაქსიმე კიკვაძეზე.
რამაზ სურმანიძის წიგნის _ “ტრაგედია ბათუმში” გაცნობის დროს, 43-ე გვერდზე აღმოვაჩინე მაქსიმე გაბრიელის ძე კიკვაძის სახელი, რომელიც დაიბადა 1873 წელს სურებში და დახვრეტილი იქნა იმ ავადსახსენებელ პერიოდში ბათუმში. მართალია, მამის სახელი არ ემთხვევა, მაგრამ ასეთი უნებლიე თუ განზრახ დაშვებული შეცდომა მრავლად არის რეპრესირებულთა სიებში.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ მაქსიმე გაბრიელის ძე კიკვაძე და მაქსიმე სამსონის ძე კიკვაძე ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს.
სავარაუდოდ, იგი ბათუმში ემალებოდა ჩეკისტებს, მაგრამ შეიპყრეს და დახვრიტეს.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამოცნობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577-49-31-00 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით.
ჯონი ბარამიძე, ბათუმი