თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე დაინიშნა.
აღნიშნულ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
მან გვენეტაძეს თანამდებობის დაკავება მიულოცა და ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გვენეტაძემ აღნიშნული თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, სპეკულაცია უწოდა.
„მეც ვარ თსუ-ს პროფესორი და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე ვულოცავ მას ამ თანამდებობის დაკავებას. რაც შეეხება სპეკულაციას, ისინი მოსალოდნელი იყო და ბუნებრივია, ამას დაზუსტება სჭირდება. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს ასეთ საკითხებზე და არავის გაკვირვებია, ბუნებრივია.
მე გვენეტაძე კლანის წევრი მეგონა, რადგან რუსთავი 2 ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ“,_ განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ ამ 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლეს უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას რეკომენდაცია გაუწია ვენეციის ევროკომისიამ და კითხვის ნიშნები, თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეებმა არ არსებობს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „რუსთავი 2“ დღემდე რჩება სააკაშვილის საკუთრებაში“, _განაცხადა კობახიძემ.