„მანჩესტერ სიტის“ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უეფას გამომძიებლები ითხოვენ, რომ თუ მანჩესტერ სიტი ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნობენ, მან სეზონი გამოტოვოს.
თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მთავარი გადაწყვეტილება მთავარმა გამომძიებელმა იევეს ლეტერმემ უნდა მიიღოს.