რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიგა შენგელიას საარჩევნო შტაბში.
ბრიფინგი არჩილ თალაკვაძემ გამართა და აღნიშნა, რომ შიდა კვლევებით შენგელია იმარჯვებს. უმრავლეოსბის ლიდერმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“ყველა მონაცემით, რომელივ ჩვენ გვაქვს კარდაკარით და შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი გეგა შენგელია უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტიურობის შემთხვევაში მას აქვს რეალური შესაძლებლობა პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ამიტომ მივმართავ და ვთხოვ ყველა ჩვენს მხარდამჭერს ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში დააფიქსირონ თავისი არცევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში გეგა შენგელიას გამარჯვებას. ჩვენი ინფორმაციით ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებს აქვთ იგივე მონაცემები, მათაც იციან რომ ქართული ოცნების კანდიდატი ფლობს უპირატესობას, ამით აიხსნება ის რომ ამ ბოლო დრეების განმავლობაში მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებით და მცდელობებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან ასეთი არეულობისთვის, მათ ყავთ მობილიზებული სხვადსხვა ორგანიზაციების საფარქვეშ, რომელთა ნაწილი ახალ დარეგისტრირებულია და თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან მოწოდებულ ინფორმაციას იქ არის მტელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები, მაგალითად ასეთები არიან ჩამონათვალში ორგანიზაცია, ,,აპრიორი“, ,,პოლიტიკოსთა სამართლის ობსერვატორია“ , მედიაპლატფორმა და მედია კომპანია ,,სის პოპი“ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შექმნილი და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულთა უმრავლესობას ხვალ არჩევნებზე ექნება ზონდერის და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცია, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა თითეულ დარღვევაზე და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს იქნება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ თითეული მოქალაქის ტავისუფალი არცევანი, თითეული ხმა იყოს დაცული. ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მიუხედავ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებისა, რომელსაც ისინი ამბობენ რომ მათ ჩაატარეს და კომპანია, რომელსაც ჩაატარებინეს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ კვლევაში არ საუბრობენ ქართული ოცნების კანდიდატის და ზოგადად კანდიდატების რეიტინგზე ზუგდიდის არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ მათაც აქვთ მონაცემები, რომ ქართული ოცნების კანდიდატი გეგა შენგელია ფლობს დამაჯერებელ უპირატესობას და მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა რომ გადაკეთებული მონაცემები გამოაქვეყნეს ამ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი ბოლომდე მათ ვერ დამალეს რომ ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და ეს ჩანს ამ კვლევაში. როგორც გითხარით ჩვენ წინა დღეებში გვქონდა უკვე ეს მონაცემები და სწორედ ამით აიხსნება ის რომ ნაციონალური მოძრაობა დაძაბულობისკენ პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს და მათი რეალური მიზანი პირველი მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია და მისი ჩაშლაც კი თუ შედეგები კენჭის ყრის პროცესი იქნება მათთვის მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნება მიუღებელი. საბოლოოდ ჩვენ იცით რომ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რომ თავისი ძალისხმევა გამოიჩინონ არჩევნების დაკვირვების პროცესში რათა ყოველგვარი სუბიექტური არგუმენტი იყოს გამორიცხული ჩვენ ჩავატარეთ მშვიდი საქმიანი კამპანია ჩვენი სურვილით მოწოდება არის რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ,მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და ეს ასეც იქნება არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩრდილი მიაყენოს და რაიმე საფრთხე შექმნას მითუმეტეს იმ რეგიონში, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები საზოგადოების უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა დემოკრატია ამ რეგიონში არის უსაფრთხოების ნაწილი. გთხოვთ რომ გააშუქოთ თუნდაც ძალიან არ მოგწონდეთ, 1 მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 102 სარეგისტრაციო ოპერაციაა სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული რაც წინა პერიოდებს რომ შეადაროთ, არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელი, შესაბამისად 102 ადამიანი არ შეილება ჩაითვალოს რაიმე მანიპულაციად, არ შეილება ჩაითვალოს პროცესებში ხელოვნურ ჩარევად როგორც ამას რუსთავი2 აშუქებს. მე მიხარია რომ თქვენ ამბობთ მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული უკვე ,აღარ ამბობთ რომელი პარტიის წარმომადგენელია ეს ადამიანი რაც იმას ნიშნავს რომ თქვენც კმაყოფილი ხართ ამ რეაგირებით, რაც შეეხება ჩემს შეფასებას მე მინდა გითხრათ რომ სამართლებრივი დარღვევები, შესაძლო დარღვევებზე არ ხდება პოლიტიკური ნიშნით რეაგირება არამედ რეაგირება არამედ რეაგირება ხდება სამართლებრივი სტანდარტებიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკური მიმდევარი ან წევრი არის ესა თუ ის ადამიანი. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით გავიმეორო რომ ჩვენ პოლიტიკოსების მოლოდინი არის რომ შინაგანსაქმეთა სამინისტრო გააგძელებს ამ სტანდარტით მოქმედებას როგორც კენჭისყრის დღეს ასევე არჩევნების და კენჭისყრის შემდეგ პერიოდშიც და იქნება მიდგომა კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპის გათვალისწინებით რომ არა პლოიტიკური ნიშნით არამედ სამარტლიანი ნიშნით მოხდება რეაგირება ყველა შესაძლო დარღვევაზე, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.