ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი თამარ ავეტისიანი ამბობს, რომ მან დაინახა როგორ ისროდა უცნობი პირი საარჩევნო უბანთან.
ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ, ე.წ. ფაიფურს დასახლებაში მოხდა, სადაც #7 საჯარო სკოლაში ორი _ 87 და 21 საარჩევნო უბნებია განთავსებული.
სროლის შემდეგ 87-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სროლის შედეგად ცუდად გახდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს მოკვლევა.