ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა _ კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ისე ჩააგდო, რომ მასზე ბეჭედი არ დაურტყამს. შესაბამისად, გადასატანი ყუთი, რომლის საშუალებით ხმა 31 ამომრჩეველს უნდა მიეცა, დაილუქა.
ეს ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აძლევს.