ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ქალაქის ხუთ უბანში დილის 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის 13 კანდიდატია დარეგისტრირებული.
“პირველი ამომრჩეველი უკვე დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე და ხმა მიცა მისთვის სასურველ კანდიდატს“, – გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ხუთ უბანზე მიმდინარეობს არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდში 13 კანდიდატიდან, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 6 კანდიდატი აქტიურობდა.