პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მთაწმინდის ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.
“ჰერმან საბო ერთადერთი კანდიდატია, რომელიც რაღაც შინაარსის მატარებელია და რომელსაც შეუძლია, შეცვალოს არსებული რეალობა. ჩვენთვის ეს ერთი ადგილი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან გვჭირდება პოლიტიკური ტრიბუნა 2020 წლის არჩევნებამდე”,- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. ძველ თბილისში სადეპუტატო მანდატისთვის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც იბრძვის.