ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს_ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან აქტივისტებს შეახსენა, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და არა მათი საქმე.
„სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ყველა ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა“, _ აღნიშნა კობახიძემ.
მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ.