დამოუკიდებელი კანდიდატი, ტოგო ჭელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ანასეულში “აპრობირებულ მეთოდებს” აქვს ადგილი.
“რაღაც საიდუმლო სერობას აქვს ადგილი. ჩემთვის უცნობი ადამიანები დგას უბანთან ახლოს და აკვირდებიან ვინ მოვიდა და ვინ არ მოვიდა ხმის მისაცემად. ასევე, ამომრჩეველი ჯერ მათთან მიდის, შემდეგ უბანზე და შემდეგ კი ისევ ე.წ. გარე დამკვირვებლებთან მიდის.“ _ გვითხრა ტოგო ჭელიძემ.
“გურია ნიუსის კითხვაზე _ აქვს თუ არა აღნიშნულის დამამტკიცებელი ფაქტი, ჭელიძემ გვიპასუხა: “ჩემი თვალით ვხედავ ამ ყველაფერს“.