თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად თბილისში, მთაწმინდაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მისცა.
„ის არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ სადაც მეგობრებს ჭირდებოდათ, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ გვერდით დავუდგე მეგობარს“, _ განაცხადა ალასანიამ.