ინციდენტი მოხდა ზუგდიდის 87_ე საარჩევნო უბანთან _ დამკვირვებლის თქმით, მან დაინახა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, რომელმაც უბნიდან სიები გამოიტანა.
მისივე თქმით, ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ოპოზიცია იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, რომელმაც, მათი თქმით, სიები გაიტანა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გურია ნიუსს“ ფოტომასალაც მიაწოდა და აღნიშნეს, რომ სწორედ ეს სიები გამოიტანა ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა უბნიდან.