უცნობი პირები საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პირები არეულობის შესატანად მოვიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.
მამაკაცები განსაკუთრებული აგრესიით „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოირჩეოდნენ და მის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას აგინებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტს სამართალდამცველები მშვიდად ადევნებდნენ თვალს.