მსახიობი ბაადურ წულაძე ერთ სახალისო ამბავს არაერთხელ იხსენებდა:
„მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამეულის შესახებ, ძირითადად, თბილისის შემოგარენში ვიღებდით. ყველაზე შორს კასპში გავდიოდით მანქანით, მე, კახა და ბერიკა. გადამღები ჯგუფი იქ ათენებდა ღამეს. ჩვენ ყოველთვის შინ ვბრუნდებოდით და დილით ადრე ისევ კასპში ვიყავით ხოლმე. არასოდეს ვაგვიანებდით.
ერთხელ, დილით ადრე მივდივართ კასპში და უცებ გზაში მანქანით მაგარი დამრტყმელი, ნაღდი თბილისელი ბიჭი ამირან დუმბაძე წამოგვეწია. მოგვიკითხა და ერთმანეთს მალე დავცილდით. ის წინ წავიდა.
არ გასულა დიდი ხანი და ერთ-ერთ მოსახვევში მისმა მანქანამ გზა გადაგვიღობა. თავი ვერაფრით დავაღწიეთ _ რესტორანში შეგვიყვანა. იქიდან ვინღა გამოგიშვებდა.
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადაღება კოლექტიურად ჩავშალეთ.