რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა მედიას 3 საათისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა
ბეჟაშვილის თქმით, დაკავებულები არიან მათი აქტივისტები, რომლებმაც უკანონობის ამსახველი ფაქტები გადაიღეს
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია და ბეჟაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ის.
მისივე თქმით, საარჩევნო კომისია ხელოვნურად ცდილობს გაზარდოს მისული ამომრჩევლის ვინაობა
_ ცდილობენ მაღალი აქტივობა დააფიქსირონ და ეს გამოიყენონ გაყალბებისთვის,_ აღნიშნა ბეჟაშვილმა
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პარალელურ რეჟიმში ითვლის მომსვლელ ამომრჩეველს და კომისიას გაყალბება არ გამოუვა
ბეჟაშვილის თქმით, დაფიქსირდა ტენდენცია, რომ პირები, რომლებიც გადასატანი ყუთის სიაში არიან, მიდიან უბნებზე და იქ აძლევენ ხმას.