“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათი მონაცემებით, გეგა შენგელია ლიდერობს და არჩევნები ზუგდიდში პირველი ტურში დასრულდება.
ამის შესახებ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც მმართველი გუნდის შტაბში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა
ჩიქოვანმა ოცნების აქტივისტებს მაქსიმალური მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში არეულობას არავინ დაუშვებს.