„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯასტინ ამაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი განცხადებით, ტრამპი ისეთ ქმედებებში იყო ჩართული, რომელიც იმპიჩმენტის მოთხოვნის პირობებს აკმაყოფილებს.
ამაშმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი.
მისი თქმით, ბარმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ არასწორი დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, გამოძიებამ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანისა და რუსეთს შორის კავშირი ვერ დაადგინა, თუმცა, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ტრამპი სავარაუდოდ გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.
ტრამპის იმპიჩმენტს დემოკრატებიც ითხოვენ.