https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,მიდით რა, გამისწორეთ!”

12:05; 31.05.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

31 მაისს კლინტ ისთვუდი 89 წლის გახდება.

ეს უნიჭიერესი ხელოვანი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. იგი ნაღდი ეროვნული გმირია და ამერიკული კულტურის ისეთივე განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, როგორც მიკი მაუსი, ქაუბოი ან ბაფალო ბილი. საკუთარ კულტურას კი გაფრთხილება უნდა, რასაც ამერიკელები, ჩვენგან განსხვავებით ,,ხუთიანზე” აკეთებენ და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.

ორმოცდაათი წლის წინათ ჰოლივუდში მყოფმა სოფი ლორენმა მოითხოვა შეხვედრა ყველაზე ცნობილ ამერიკელ მსახიობთან. როდესაც სტუდიის მესვეურებმა შეიტყვეს, რომ ეს ცნობილი მსახიობი კლინტ ისთვუდია, ყურებს არ დაუჯერეს, რადგან ვერ წარმოედგინათ სატელევიზიო სერიალის მსახიობი იმ კინოვარსკვლავად, რომელთან შეხვედრა თვით სოფი ლორენს რომ სურდა. თუ იმდროინდელი ამერიკული აუდიტორია ისთვუდს თითქმის არ იცნობდა, მთელი იტალია და ევროპა სერჯო ლეონეს სპაგეტი_ვესთერნის წყალობით გადარეული იყო ისთვუდზე, ილ სიგარილო _ ასე ეძახდნენ მსახიობს, რადგან მის გმირს პირში მუდმივად სიგარა ჰქონდა გარჭობილი. კრიტიკოსებმა ისთვუდის გმირს “უსახელო მამაკაცი” შეარქვეს, თუმცა დოლარის ტრილოგიის სამივე ფილმში მას სახელი ჰქონდა _ ჯო, მანქო და ბლონდი. უსახელო მამაკაცი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მსახიობის კარიერაში.

მსახიობის მენეჯერი წინააღმდეგი იყო სერჯიო ლეონეს ფილმში მისი მონაწილეობისა: ეს იქნება მალპასო, რაც ესპანურად არასწორ ნაბიჯს ნიშნავს, შენი კარიერისათვისო, მაგრამ იგი შეცდა. შემდგომში ისთვუდმა საკუთარ კინოკომპანიას სწორედ მალპასო დაარქვა. ფილმის ბიუჯეტი სულ 200 ათასს დოლარს შეადგენდა და როგორც ისთვუდი იხსენებდა, მას დუბლებისათვის გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა, ამიტომ რეკვიზიტს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ტრილოგიის პირველი ფილმისათვის ,,ერთი მუჭა დოლარი” ისთვუდს სულ 15 ათასი დოლარი და თვითმფრინავის ბილეთი ერგო, მეორე სურათისათვის ,,რამდენიმე დოლარით მეტი” უკვე 50 ათასი დოლარი და ფერარი მიიღო, ხოლო მესამისათვის ,,კარგი, ცუდი, ბოროტი” 250 ათასი. ლეონეს ვესთერნებს გამოსვლისთანავე უზარმაზარი წარმატება ხვდათ წილად, განთქმულმა რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამ ისთვუდს ახალი გერი კუპერი უწოდა. და მართლაც, ისთვუდი თამაშის მანერით წააგავს ცნობილ მსახიობს, მაგრამ კუპერისაგან განსხვავებით ისთვუდმა რადიკალურად განსხვავებული, ახალი გმირი შემოგვთავაზა. მისი გმირი კი სჯის ბოროტებას, ანადგურებს ბანდიტებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ოქროს ან ფულს დაეპატრონოს, რაც ტრადიციული ვესთერნის გმირისთვის წარმოუდგენელი რამ იყო…

ევროპის შემდეგ საჭირო იყო ამერიკის დაპყრობაც, ისთვუდი დაბრუნდა სამშობლოში და რამდენიმე საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა, 1970 წლიდან კი იწყება ისთვუდის თანამშრომლობა ცნობილ რეჟისორთან დონ სიგელთან, მათ ერთად გადაიღეს ხუთი ფილმი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ,,ბინძური ჰარი”. ისთვუდი სუპერვარსკვლავად იქცა, ფილმი კი მსოფლიოს მასშტაბით იმდენად პოპულარული გახდა, რომ საქმე კურიოზებამდეც მიდიოდა. ფილიპინების პოლიციის დეპარტამენტში ,,ბინძურ ჰარის” სასწავლო ფილმად იყენებდნენ, ამერიკაში ისთვუდს ხშირად იწვევდნენ პოლიციაში ლექციების წასაკითხად, მაგრამ იგი უარის ამბობდა და აცხადებდა რომ იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება. ,,ბინძურ ჰარის”კიდევ ოთხი გაგრძელება მოჰყვა. ფილმის გმირის, ინსპექტორ ჰარი ქელეჰენის სიტყვებს კი მრავალი ცნობილი ადამიანი იყენებდა. ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა მორიგი კანონის გატანისას სენატორებს ბინძური ჰარის სიტყვებით მიმართა: “Go ahead, make my day!” ანუ ჟარგონი რომ ვიხმაროთ _ ,,მიდით რა, გამისწორეთ!” მართლაც, სენატორებმა გაუსწორეს და კანონი მიღებულ იქნა. სხვათაშორის, როდესაც 1986 წელს ისთვუდი მშობლიური ქალაქის, ქარმელის მერი გახდა, პირველმა მას რონალდ რეიგანმა მიულოცა ტელეფონით და შეეკითხა: ,,რა უბიძგებს მსახიობს, რომელიც მაიმუნებთან ერთად თამაშობდა, პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმას?” საქმე იმაში გახლავთ, რომ რეიგანმა და ისთვუდმა სხვადასხვა დროს ითამაშა კომედიაში, სადაც ერთ-ერთ მთავარი გმირი შიმპანზე გახლავთ. თუმცა ისთვუდი პოლიტიკას არ გაჰყვა, რადგან მისი თქმით არ სურდა მუდმივად პრესის ყურადღების ქვეშ ყოფნა.

კლინტ ისთვუდმა თვითონაც მიჰყო ხელი რეჟისორობას, მან დადგა სხვადასხვა ჟანრის 41 ფილმი, მაგრამ მის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ვესთერნს უჭირავს. თავად ისთვუდი ამბობდა: ,,ამერიკულმა კულტურამ მოგვცა ორი ჟანრი _ ვესთერნი და ჯაზი”, სხვათაშორის, ისთვუდი ნიჭიერი პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალიცაა. მან დადგა ცნობილი ჯაზმენის ჩარლი პარკერისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული ფილმი ,,ჩიტი”, რომელმაც 1985 წელს კანის ფესტივალზე ფურორი მოახდინა.

90_იან წლებში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ კლინტ ისთვუდის დღეები, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობის და მასთან ერთად ვესთერნის ჟანრის, რომელსაც მან უდიდესი ღვაწლი დასდო, დათვლილლია. ,,უკვე კარგა ხანია რაც ზოგიერთი ექსპერტი ვესთერნის სიკვდილზე სპეკულაციას ეწევა. ვესთერნისადმი მიძღვნილ ამ რექვიემს მე უკვე 35 წელია რაც ვუსმენ, მაგრამ ის რატომღაც ყოველთვის მკვდრეთით დგება”_ამბობდა ისთვუდი და ამ სიტყვების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად 1992 წელს მან შექმნა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვესთერნი ,,მიუტევებელი”. ეს ფილმი იმ წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა და ამასთან ერთად ოთხი ოსკარი მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისურისათვის. მადლიერმა მოსწავლემ კლინტ ისთვუდმა ფილმი მიუძღვნა თავის მასწავლებლებს_ სერჯო ლეონესა და დონ სიგელს.

ისთვუდი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან მსახიობთა სიაში რამდენიმე ათეული წელიწადია იმყოფებოდა, მისი ჰონორარები მილიონობით განისაზღვრებოდა, ნიუ_იორკის ხელოვნების მუზეუმი მისი ფილმების რეტროსპექტივას აწყობს, 1985 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ ისთვუდს ხელოვნების კავალერის წოდება მიანიჭა. მიუხედავად მისი დამსახურებისა და ღვაწლისა, კრიტიკოსები მას მაინცდამაინც არასოდეს სწყალობდნენ, და მათი დამოკიდებულების შეცვლას საკმაო ხანი დასჭირდა. თუმცა აუდიტორიის სიყვარული მას არასოდეს აკლდა. შეიძლება მის ფილმებს ისეთი დიდი შემოსავალი არ მოაქვს, როგორც მაგალითად, მარველის ბლოკბასტერებს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმები წლების განვლის შემდეგ ალბათ, არავის გაახსენდება, ისთვუდის სახელი კი უკვე ოქროს ასოებით არის შეტანილი ამერიკულ და მსოფლიო კინომატეანეში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 42 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო