თბილისში, ბეგი მამალაძის გარდაცვალებიდან 4 წლისთავთან დაკავშირებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონატი ჩატარდა.
ყველა გამარჯვებულს ბეგი მამალაძის სახელობის თასი და სიგელი გადაეცა.
ფეხბურთში დიდებში გაიმარჯვა პლატო იუნაითედმა, პატარებში 171-ე სკოლის 8ბ კლასმა, კალათბურთში 171-ე სკოლის 11ა კლასმა, ჩოგბურთში პატარა გოგონებში გამარჯვებული თეკლა სარიშვილი, დიდ გოგონებში კესო სონღულაშვილი, პატარა ბიჭებში სანდრო კილაძე, ხოლო დიდ ბიჭებში ლუკა მირგატია გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბეგი მამალაძე 2015 წლის მაისში ნუცუბიძეზე 2-მა ახალგაზრდამ სასიკვდილოდ დაჭრა.