ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინის მოხმარებისაკენ სწრაფვა სამი სხვადსხვა გენის “დამსახურებაა”.
ნიკოტინდამოკიდებულების ჭეშმარიტი მიზეზების დასადგენად, მეცნიერებმა გამოიკვლიეს დნმ ადამიანთა ორ ჯგუფში – ერთნი ამჟამად ან ყოფილი მწეველები, მეორენი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარნი.
ორივე ჯგუფის წარმომადგენელთა გენეტიკური სტრუქტურის შედარებამ აჩვენა, რომ მწეველებს აქვთ სპეციფიკური გენი CYP2A6, რომელიც 3 სხვადასხვა ვერსიით გვხვდება.
სწორედ აღნიშნული გენის კონკრეტულ ვერსიაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანის მწეველობისადმი განწყობა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ფართოდ გამოიყენონ – იმისათვის, რომ თამბაქოს “გენეტიკური” მოყვარულები იხსნან პოტენციური თამბაქოდამოკიდებულებისაგან.