“აუცილებელია, გახარია გადადგეს, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით და ასევე დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები” – ოპოზიციური სპექტრი მოთხოვნებს აყენებს.
ოპონენტები ხელისუფლებას მიმართავს, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვება საკმარისი არ არის. ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო პროცესისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყება. ოპოზიცია მოუწოდებს მოსახლეობას 7 საათზე მივიდეს აქციაზე და მშვიდობიან ფორმებში გააგრძელონ პროტესტი.
ისინი, მადლობას უხდიან თითოეულ მოქალაქეს, რომელთა პროტესტსაც კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
“უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარი გულწრფელი პროტესტი გამოხატა გუშინ ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო ქმედებებთან დაკავშირებით და გვინდა მივულოცოთ მოქალაქეებს, ის პირველი ნაბიჯები, რაც მიიღო მათმა პროტესტმა და ეს არის ირაკლი კობახიძის გადადგომა,” _ განაცხადა თამარ კორძაიამ.