ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ისევ გადაჭედილია. როგორ აქციის გამომსვლელები ამბობენ, გუშინ განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია სახლში უნდა წავიდეს და პოლიტიზირებული პოლიცია ხალხს არ ჭირდება. ისინი ასევე აკეთებენ განცხადებას რომ დღეს დაპირისპირება პოლიციასა და აქ მოსულ ადამიანებს შორის არ უნდა მოხდეს.
აქციის მოთხოვნებია: გადაგდეს გახარია, გამოუშვან პოლიტპატიმრები, დაისაჯოს პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, ხელისუფლებას მომავალი არჩევნების მოპარვის საშუალება არ უნდა მიეცეს და არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.