საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 7 ქართველი სამბისტი გამოვიდა. ხუთმა მათგანმა ფინალში გასვლა შეძლო, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ვახტანგ ჩიდრაშვილს (57 კგ), მსოფლიოს ჩემპიონებს – ნინო ოძელაშვილს (72 კგ), ელენე ქებაძესა (+80 კგ) და დავით ლორიაშვილს (100 კგ), ასევე ევროპის ჩემპიონს მინდია ლილუაშვილს (68 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მსოფლის ჩემპიონი ბექა ბერულავა (82 კგ). ფინალური შეხვედრები დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved