საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას ” ორი ახალწვეული ჰყავს _ 24 წლის ცენტრალური მცველი საფრანგეთიდან ალექსანდრე აპი და ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვანო კურდღელაშვილი.
„გურიაში“ აპის დებიუტი „მერანთან“ სათასო შეხვედრისას შედგა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ის ,,გურიაში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს . რაც შეეხება ვანო კურდღელაშვილს, ის „გურიას“ რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კლუბ ,,ვიტჯორჯიდან ” შეუერთდა. კურდღელაშვილი პოზიციით შემტევია და ,,გურიაში ” მისი დებიუტი 32-ნომრიანი მაისურით,,ზუგდიდთან” მატჩში შედგა.