21-23 ივნისს, ქ. ფოთში გაიმართა ფოთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2007-2009 წლებში დაბადებულთა შორის.
აღნიშნულ ტურნირზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონები შესაბამის წონით კატეგორიებში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: გიორგი კუტუბიძე (26კგ. წონითი კატეგორია), რევაზ გუჯაბიძე (32კგ. წონითი კატეგორია), აჩი ქათამაძე (29-კგ. წონითი კატეგორია), ლუკა ფიფია (35კგ. წონითი კატეგორია) გიორგი როყვა (42 კგ. წონითი კატეგორია)
გუნდი შეჯიბრისათვის გურამ მაჭარაშვილმა, თენგიზ მუჯირმა, ბექა ჩოპლიანმა, ლაშა გუჯაბიძემ, კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.