საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.
“მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!”, _ წერს სააკაშვილი.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს.