BBC-ის ინფორმაციით, სან-ფრანცისკო პირველი ამერიკული ქალაქი ხდება, სადაც ელექტრო სიგარეტების გაყიდვა აიკრძალება.
როგორც ცნობილია, კანონი ხელმოწერიდან 7 თვის შემდეგ ამოქმედდება.
როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული ელექტრო სიგარეტის მწარმოებელი კომპანია Juul Labs აცხადებს, აკრძალვა ხელს შეუწყობს შავი ბაზრის შექმნას და მწეველ ადამიანებს ისევ სიგარეტის მოწევისკენ უბიძგებს.
მათი ინფორმაციით, ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 40 000 კალიფორნიელი იღუპება.