პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას უთხრა, მელიას მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ კომიტეტების სხდომაზე წარმოედგინათ.
“ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი: ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე: მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არგუმენტები არ ჰქონდათ, რომ ენახებინათ საზოგადოებისთვის, მაგრამ მათ მიგატოვეს, რადგან დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად – მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.