პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის წევრებს მიმართავს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.
კვიციანმა პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პოლიტიკოსისთვის სადეპუტატო იმუნიტეტისთვის მოხსნაზე მსჯელობენ, განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, მელია მისი კოლეგაა და საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს.
„ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯეთ ხელისუფლება“. _ გახსოვთ ალბათ, ამის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ოქრუაშვილი, რომელსაც არც იმუნიტეტის შეჩერება სჭირდება და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. აგერ მოვიდა და ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო, ძალიან მაინტერესებს. თუ არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას? არის ამის შესაძლებლობა, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას? ან შინა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“, – განაცხადა კვიციანმა.