დეპუტატმა ნიკა ოდიშარიამ განმარტებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აისახა მისი ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების პროცესში.
ოდიშარიას თქმით, ეს იყო ტექნიკური პრობლემა.
“ხმა მივეცი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა”, _ თქვა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით, ნიკა ოდიშარია ერთ-ერთია მმართველი გუნდის სამი დეპუტატიდან, რომელთაც ოპოზიციის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.