მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად მსხვრევადი არსებები არიან. ზოგჯერ გულის შეტევისთვის საკმარისია რამდენიმე მოუზომავი ფრაზა. მაგალითად…
როდის დავქორწინდებით? _ მამაკაცმა ამ კითხვაზე პასუხი რომ იცოდეს, დიდი ხნის დაქორწინებული იქნებოდა. მამაკაცებს არ უყვართ აჩქარება მსგავს საქმეებში, ნებისმიერი მინიშნება თქვენი მხრიდან სანუკვარ მიზანთან არ დაგაახლოვებთ, მხოლოდ მის აგრესიას გამოიწვევს.
არ გინდა ჩემთან ერთად მაღაზიაში წამოსვლა? _ რა თქმა უნდა მას არ სურს, რადგან ხანმოკლე გასეირნება მთელი დღე გაგრძელდება და შენ მიერ შეძენილი ნივთი სალაროსთან უკვე აღარ მოგეწონება.
ჩემში ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევ? _ მნიშვნელობა არ აქვს რა შეცვალე გარეგნობაში-წარბები გაიკეთე, ტუჩებზე ახალი პომადა წაისვი თუ თმა შეიჭერი-. მამაკაცი მეტად ჭკვიანია, მან კარგად იცის, რომ ტვინი არ უნდა დაძაბოს იმის გასარკვევად, რომ შენ ახალი ტუში გაქვს, რომელიც მოცულობას 256 %-ით ზრდის.
შენ როგორ ფიქრობ? _ ამ კითხვის მამაკაცს ეშინია მისი აბსურდულობის გამო. მნიშვნელობა არ აქვს ამ კითხვას რა მოყვება: „რომელი ფეხსაცმელია უკეთესი? ან „ ჩემი დაქალი მეტად სულელია თუ თავს აჩვენებს?, რადგან ყველაფერს მაინც საკუთარი შეხედულებით გადაწყვეტთ: „გადაწყვეტილია ვირჩევ წითელ ფეხსაცმელს“ ან „რა თქმა უნდა, ის ასეთია.“
მინდა ჩემი მშობლები გაგაცნო? _ თუ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებით ერთმანეთს, მშობლებისთვის საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები. ის ამას თავადაც ხვდება, ამიტომ თქვენი წინადადება ესტუმროთ მშობლებს, მისთვის პირველი ფრაზის ტოლფასია.
მოგწონს ჩემი წავის ქურქი? _ სახიფათო კითხვაა- შესაძლოა ამ კითხვის შემდეგ მამაკაცი გარემოს აქტიური დამცველი გახდეს. უმჯობესია გახდე ცხოველების დამცველი, ვიდრე კიდევ ერთხელ გადადო ახალი ავტომანქანის შეძენა.
უნდა დაგელაპარაკო _ ეს ფრაზა მეტად სახიფათოა, რადგან მას ნებისმიერი რამ შეიძლება მოყვეს. დაწყებული იმით, რომ ბავშვს ელოდები და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტით დამთავრებული.
გიყვარვარ? _ თითქოს ძალიან მარტივია თქვა „დიახ“, თუმცა სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებში მამაკაცს აფრთხობს ნებისმიერი კონკრეტულობა, განსაკუთრებით გულწრფელი და პირდაპირი.
ამიტომ პატიოსანი პასუხის მიღების ალბათობა მეტად მცირეა. ის ალბათ დაიწყებს ფილოსოფიურ განხილვას „რა არის საერთოდ სიყვარული?“.