სკოლები, ბაღები, გზები, ხიდები, ამბულატორიები_ ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წელს ლანჩხუთში 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება _ პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.
ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მრავალბინიანი სახლების ფასადები მოწესრიგდება _ პროექტის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
ქალაქში მდებარე მინი საფეხბურთო სტადიონების და ერთი საკალათბურთო მოედნის რეაბილიტაცია იწყება _ პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 55 პროექტი ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 748000 ლარია. პროექტების უმეტესობა გარე განათების მოწყობას, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოიცავს.
მარჯანიშვილის, გოგიჩაიშვილისა და ურუშაძის ქუჩებზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა _ სამუშაოების ღირებულება 536 993 ლარს შეადგენს.
ქალაქში წყალმომარაგების კუთხით დუმბაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნათლისმცემლისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარეობს. 500-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 776 774 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ასევე, დაიწყება საფეხბურთო აკადემიის ეზოს კეთილმოწყობა _ პროექტის ღირებულება 1 036 000 ლარია.
აკეთის, აცანისა და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 143,140 ლარს შეადგენს.
დასრულდა ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა (8850 გრძ.მ). პროექტის ღირებულება 948 000 ლარს შეადგენს.
სოფელი შუხუთში ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 21 765 ლარი დაიხარჯება;
სოფელი აცანაში, სადაც ასევე ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს _ 22 000 ლარი;
სოფელი აკეთის ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 20 400 ლარია გამოყოფილი;
სოფელი ნიგოითის ამბულატორიის რეაბილიტაციის _ 27 800 ლარი;
სოფელ სუფსაში ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის 83 000 ლარი დაიხარჯება;
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლანჩხუთში, 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო.
ეს ქუჩებია: ებრალიძის, მშვიდობის, გურიელის, გურიის, წმინდა ნინოს შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, თავისუფლების შესახვევი, ბარათაშვილის ჩიხი, წმინდა ნინოს შესახვევი (წილოსნების უბანი).
დაიწყო სუფსის საჯარო სკოლის დაწყებით კორპუსსა და მთავარ კორპუსზე სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 128 000 ლარს შეადგენს;
#1 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 91 000 ლარი იხარჯება;
საჭიდაო დარბაზის სახურავის გადახურვა და შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 42 000 ლარი.
დაწყებულია ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება _ პროექტის ღირებულება შეადგენს 88 000 ლარს.
მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 და ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა _ ღირებულება შეადგენს 136 000 ლარს.
დასრულდა ქალაქ ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება _ პროექტის ღირებულებამ 123 000 ლარი შეადგინა.
გვიმბალაურში, ღრმაღელეში, სუფსასა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის 1 101 329 ლარია გამოყოფილი.
ნინოშვილისა და ჩიბათის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა უკვე მიმდინარეობს _ პროექტის ღირებულება შეადგენს 90 000 ლარს.
შიდა სასოფლო გზები მოეწყობა შემდეგ სოფლებში: აცანა, აკეთი, მამათი, ნინოშვილი, ჩოჩხათი, ღრმაღელე, მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ჩიბათი, შუხუთი. პროექტის ღირებულება 936 000 ლარია.
მზადაა ნაპირსამაგრი სამუშაოების მოსაწყობად პროექტი, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ჯიხანჯირსა და ომფარეთში უკვე აშენდა მცირე კონტიგენტიანი სკოლები.
მიმდინარე წელს იწყება: გიორგი ლომაძის სახელობის სოფელ ლესის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; #3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; გულიანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა ლანჩხუთი-გრიგოლეთის (კმ27-კმ36) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე _ მოეწყო სანიაღვრე არხები, საქუჩო გადასასვლებები და საგზაო ნიშნები.
ბოლო 15 წელია ამ გზაზე, მსგავსი სახის სამუშაოები არ ჩატარებულა.
გარდა ამ პროექტებისა, მიმდინარე წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, სოფელ ხაჯალიაში და სოფელ აცანაში აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღები:
_ ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტების მომზადება. სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები 100 ბავშვზეა გათვლილი, ხოლო აცანაში _ 50 ბავშვზე, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.