რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს„მუხრუჭებმა უმტყუნა“.
ლავროვი სააკაშვილს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ამასთანავე ლავროვი ამბობს, რომ მისი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, ყოველნაირად ცდილობენ მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. გაიხსენეთ, 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამბობენ, უმტყუნა მუხრუჭებმა და მან მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის იმ გაფრთხილებების მიუხედავად, რასაც აკეთებდა (აძლევდა) ვლადიმერ პუტინი, გადაწყვიტა ძალის გამოყენება იმისთვის, რომ მოეგვარებინა ყველა თავისი პრობლემა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთშიც. იქ მუშაობდა ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი. ავარჯიშებდნენ საქართველოს სპეცრაზმსაც და მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეებსაც და ბრძანებები, რომლებიც გაიცა, სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად, ისინი თავისთავად დანაშაულებრივია, ეს ყველას ესმის. ის თავს დაესხა თავის მოქალაქეებს, თავს დაესხა სამშვიდობო ჯარებს, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ევროკავშირის შეკვეთილმა სპეციალურმა კვლევამ, ეგრეთ წოდებულმა ჰაიდი ტალიავინის კომისიამ, მკაფიო დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ლათინურ-ამერიკულ მედიასაშუალებებთან და ტელეარხ „RT“-სთან ინტერვიუში.