გუშინ, თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა ჩაცხრილეს.
მოკლულები 20 და 21 წლის ძმები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.
მეზობლები ამბობენ, რომ ცხედრებიბი საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და მისი იდენთიფიცირება მიმდინარეობს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.