დღესდღეობით, ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება პალესტინის ქალაქი „იერიხონი“ რომელიც სპილენძის ხანაში წარმოიშვა (9000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე) ამ ქალაქში დღემდე ცხოვრობს მოსახლეობა.
მეორე ადგილზე შეგვიძლია მივიჩნიოთ სირიის დედაქალაქი „დამასკო“. ისიც სპილენძის ხანაში წარმოიშვა როგორც იერიხონი ოღონდ ათასი წლით გვიან.
პატარა ქალაქი „ბიბლი“განთავსებულია ლიბანის დედაქალაქის ბეირუთის გარეუბანში, მისი ისტორია იწყება 7000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.
ირანის ქალაქი „სუზი“. მისი წლოვანება დღესდღეობით საკამათოა. ისტორია მოწმობს რომ ის წარმოიშვა 5000-7000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.
კიდევ ერთი საკამათო ქალაქია სირიის ქალაქი „ალეპო“. საქმე იმაშია რომ არ არსებობს არც ძველი და არც ახალი ქალაქი. ძველ სამარხებზე აშენებულია დღევანდელი ალეპო რაც აძნელებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას.
ლიბანის ქალაქი „სიდონი“. პირველი მოსახლეობა 5500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.
„ელ-ფაიუმი“, ქალაქი ოაზისი, ლიბანის უდაბნოს შუაში. დაარსებულია 4000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.
გასაკვირია მაგრამ დღესდღეობით ევროპაში ყველაზე ძველი ქალაქი სადაც დაარსებიდან დღემდე ცხოვრობს მოსახლეობა ითვლება ბულგარეთის ქალაქი „პლოვდივი“ სადაც პირველი მოსახლეობა გაჩნდა 4000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე
თურქეთის ქალაქი „გაზიანთეპი“ ერთ ერთი ვერსიით წამოიშვა 3650 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.
საბერძნეთის ორი ქალაქი „არგოსი“ და „ათენი“ წარმოიშვა დაახლოებით ერთ დრო., მათი ისტორია თარიღდება 5000წელს ჩვ.წ.აღ-მდე.