ჯვრისწერის დღეს ნეფემ პატარძლის კაბა არ უნდა ნახოს, არ უნდა ეცვას შავი კაბა, თუნდაც სხვა აქსესუარები (ჩანთა, ფეხსაცმელი და ა.შ). პატარძალს სხვისი საქორწინო კაბა არ უნდა ეცვას, ქორწილი მარცხით რომ არ დასრულდეს.
თუ მაღაზიაში ქოთნის ყვავილს იყიდით, მიწა აუცილებლად გამოუცვალეთ.
სახლში კარგია მუხის ან ვერხვის ტოტების დადება, ისინი ნეგატიურ ენერგიას შეიწოვენ.
ახალშობილს სხეულის რომელ ნაწილზეც ხელს გადაუსმევ, მთელი ცხოვრება ბეწვი არ ამოუვა.
ლარნაკში დამჭკნარი ყვავილები და დამდგარი წყალი დიდხანს არ უნდა გააჩერო. ორივე სიკვდილის ენერგიას იხმობს.
სასაფლაოდან რამის აღება და წამოღება არ შეიძლება. უბედურების მომტანია ნებისმიერი ნივთი, კენჭიც კი.
არასოდეს მოიტანო სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან ის ნივთი სხვას ეკუთნის და თუ მისი პატრონი ნეგატიური ენერგიის მატარებელია, კიდევ ერთი ნეგატიური ზონა გაჩნდება შენთან.
არასოდეს მოაგროვო და შეინახო დიდხანს ძველი ტანსაცმელი, ისინი ძველ დროში დაგტოვებს. გამოიყენეთ ის ტანსაცმელი, რომელიც გჭირდებათ, დანარჩენი კი გადააგდეთ.
თუ გსურთ მთელი წელი ჯანმრთელი იყოთ, ყოველ პირველ სეზონზე, პირველი წვიმის წყალი შეაგროვეთ, ჩაასხით აბაზანაში და იბანავეთ.
ეცადეთ, კარადის კარი მუდამ დაკეტილი იყოს, რომ იქიდან ბარაქა არ გადიოდეს.